დღეს, გორის სპორტის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 28 წლის გახდა. დაიბადა ქ. გორში, 1991 წლის 18
აპრილს.
დაამთავრა გორის მე-9 სკოლა. ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეა.
2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის
3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით
კატეგორიაში.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (55 კგ).
2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე,
ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში
მან იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.
2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ და
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა
წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების
საპრეზიდენტო ორდენი.
2016 წელს, სერიაში "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" (პროექტის ავტორი
და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ვასილ ბალახაძის
წიგნი "ვლადიმერ ხინჩეგაშვილი".
სტატიის გამოყენების პირობები