,,წინადადებით შემოვდივართ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს
შესაბამის ქუჩას ან მოედანს" - მიმართავს გორის სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭოს თავმჯდომარე მერს და საკრებულოს თავმჯდომარე.
ნუგზარ მაჭავარიანი ასევე შიდა ქართლის თავად-აზნაურთა საპატიო
წინამძღოლია.
ნუგზარ მაჭავარიანი ადგილობრივ ხელისუფლებას განსახილველად ორ
ვარიანტს სთავაზობს:
,,1. გადაერქვას სახელი ცხინვალის გზატკეცილს და დაერქვას ზვიად
გამსახურდიას სახელობის გამზირი; 2. ზვიად გამსახურდიას სახელი
მიენიჭოს ამჟამად უსახელო მოედანს (ადმინისტრაციული შენობის წინ)
რომელსაც კვეთს სტალინის გამზირი. ამ ინიციატივის ფორმალურ
საფუძვლიანობას დასაბუთება არ ესაჭიროება." - აღნიშნავს მაჭავარიანი.
სტატიის გამოყენების პირობები