ახალი ამბები
ამ შუა ღამისას დაგვაწიოკეს პოლიციელებმა

 

,,სუფრა გვქონდა გაშლილი, მაგიდასთან ვისხედით. მოულოდნელად კარებს ფეხი დაარტყეს და შემოვიდა ერთი პოლიციელი. გენადი რომელიაო. ვინ გენადი გინდათ - მეთქი, ვკითხე. შენს გარდა აქ გენადი რომელია, წამოდი პოლიციაშიო. რა დავაშავე, ვინმე მოვკალი თუ რა ხდება-მეთქი, ოჯახში წესივრად მაინც შემოდით-მეთქი. ერთმა მითხრა, მე თქვენი რწმუნებული ვარო, შვილო, მე ვუთხარი, ჩემი თავის რწმუნებული მე ვარ, რა გინდათ - მეთქი. მომკიდეს ხელი და მიმათრევდნენ მანქანისკენ. ეზოში ჯერ ერთ ბოძს ჩავეჭიდე, იქიდან რომ ამაგლიჯეს, მერე მეორე ბოძს შემოვეხვიე. თან მირტყავდნენ და მცემდნენ ფერდებში. წამოდი, იქ მოგივლითო. ამ დროს დავუსხლტი და ბაღისკენ გავიქეცი. ჩემს მაგივრად ცოლ-შვილი წაუყვანიათ. პატარა ბავშვი კი კრუნჩხვებში ჩავარდა" - ამბობს გენადი ზუბაშვილი.

 

ხათუნა ზუბაშვილი ყვება, რომ პოლიციელების ამ ფორმით მისვლამ ბავშვები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. 

 

,,ყველანი ტიროდნენ, პატარა ბავშვი ფეხებშუა მოიგდეს, ახლაც ძლივს ვაწყნარებ. ამას რომ რამე დაემართოს, რა მეშველება. გინდა თუ არა პოლიციაში უნდა წამოიხვიდეო. დახმარებები რიგდება და ჩვენება უნდა მოგვცეო. მე ვუთხარი, დილა არ გათენდებოდა, მაშინ მოსულიყავით მეთქი. მაინც წამიყვანეს, თითქმის ნახევარი საათი ერთ-ერთ შვილთან ერთად ვიყავი იქ." - ამბობს ხათუნა ზუბაშვილი.

 

,,გაგიჟებული ვიყავი, სახლში რომ შემოვედი, პატარა შვილი გამწარებული ტიროდა, მეორე დიდი გოგოც ტიროდა. დედა წაიყვანეს, დააპატიმრესო. უნდა წავსულიყავი განყოფილებაში, მაგრამ არ ვიცი, იქ რა მოხდებოდა. ჩვენმა მამაომ დამირეკა, გამოუშვებენო, დაწყნარდიო. ზუსტად ჩვენი მამაოს გამო არიან გადაკიდებულები, რატომ ვარ მასთან კარგად, მხარში რატომ ვუდგევარ" - აცხადებს გენადი ზუბაშვილი.

 

ვარიანის პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ, მორიგე დაგხვდა. ,,მე ახლა მოვედი სმენაში და არაფერი ვიცი, უფროსებიც გასულები არიან" - გვითხრა მან. 

 

მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) აცხადებს, რომ სოფელში მის გულშემატკივრებს აშინებენ და ატერორებენ. 

 

 

 

გაგრძელება: ,,ღამის ინციდენტის შემდეგ პოლიციაში აღარ დამკითხეს"

 

 

 

 

 

ამავე თემაზე

 

მეუფეების საგანგებო ვიზიტი


სასულიერო პირის მანქანას თავს დაესხნენ

 
Print

სტატიის გამოყენების პირობები