ახალი ამბები
პანკისი - 21 აპრილი
პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 15 ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. როგორც "რეგინფოს" საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, 15-ვე პაციენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

"საერთო ჯამში ჩვენს საავადმყოფოში 33 ადამიანი შემოიყვანეს. მათგან ორი სამოქალაქო პირი იყო, ერთი ჟურნალისტი, დანარჩენები კი ფორმიანები იყვნენ. ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება 15 ადამიანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნებათ დაზიანებები თავისა და სახის არეში, ასევე ზედა და ქვედა კიდურებზე", – უთხრა საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილი "რეგინფოს".

კიდევ 8 სამართალდამცველი იყო მოთავსებული ყამბარაშვილის კლინიკაში. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ რვავე პაციენტი უკვ გაწერეს.

შინაგნან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

წაიკითხეთ ყველაფერი პანკისში მომხდარ ამბებზე radioway-ს გვერდზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები