სამუსიკო სკოლაში ხორციელდება 12 წლიანი სამუსიკო-საგანმანათლებო პროგრამები, საფორტეპიანი, საორკესტრო (სავიოლინო, ფლეიტა, კლასიკური გიტარა), საგუნდო, სოლო სიმღერის განყოფილებაზე, სწავლა სამ საფეხურიანია. დაწყებითი საბაზო, საორიენტაციო და სპეციალური. ფასიანი განყოფილება უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.
2014 წლის დასაწყისში სკოლაში 424 მოსწავლე ირიცხებოდა, 388 დაწყებითი და 36 საბაზო და პროფესიულ საფეხურზე. 2014 წლის ბოლოს სკოლაში 393 მოსწავლე ირიცხებოდა, 367 დაწყებითი, ხოლო 26 მოსწავლე საბაზო და პროფესიულ საფეხურზე.
ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. პედაგოგიური საბჭოს სხდომები, გადასაყვაბი, გამოსაშვები და მისაღები გამოცდები. ჩატარდა შიდა სასკოლო კონკურსი სოლფეჯიოში, ფურცლიდან კითხვაში და კარნახის ჩაწერაზე, ფორტეფიანოში ტექნიკური ნაწარმოების შესრულებაზე გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ჩატარდა საშობაო და საანგარიშო კონცერტები, თემატური საღამო ,,სონატური ფორმა“ კლასის კონცერტი ჩაატარა მასწავლებელმა ლამარა ბარამიძემ, საღამო მიძღვნილი კომპოზიტორ მერი დავითაშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი - თინა მეზვრიშვილმა.
საგნობრივმა კომისიებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები გამოსაშვებ კლასის მოსწავლეთა მოსმენები, განიხილეს მეთოდური მოსმენები, განიხილეს მეთოდური სცენები.
საქართველოს კულტურის სამინისტროს რეგიონალური მართვის განყოფილების მიერ სამუსიკო სკოლის ბაზაზე ჩატარდა მასტერკლასები ფორტეპიანოში, ვიოლიონიში, სოლფეჯიოში და მუსიკალურ ლიტერეტურაში. შიდა ქართლის რეგიონის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისათვის. მასტერ კლასებში მონაწილეობდნენ კონსერვატორიის პროფესორები: მანანა ბოცაძე, ნოდარ ჟვანია, რუსუდან წურწუმია, ლეილა მარუაშვილი.
მე-6 კლასის გამოსაშვებ გამოცდას ფორტეპიანოში დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები.
მონაწილეობა ორ პროექტში მიიღეს: კერძოდ, საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის მე-7 რესპუბლიკურ და მე-3 საერთაშორისო ფესტივალში მომავლის ვარსკვლავები. მონაწილეობა მიიღო 6 მოსწავლემ:
ციცინო ჯოლბორდმა, მე-4 კლასი, მასწავლებელი ლამარა ბარამიძე, იზა მშვიდობაძე.
მე-6 კლასის მოსწავლეები: ქეთევან ჯანდიერი, ლაშა მუზაშვილი, მე-9 კლასი, მასწავლებელი ელზა როსტევანაშვილი.
დავით გიუნაშვილი მე-4 კლასი, გიორგი ციცაგი მე-5 კლასი, ნუკრი ყურთულაშვილი მე-5 კლასი მასწავლებელი თამარ კარიჭაშვილი. ყველა მოსწავლემ ლაურეატის წოდება მოიპოვა.
ციცინო ჯოლბორდმა და ლაშა მუზაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის გალა კონცერტში, რომელიც ჩატარდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-7 რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა: ზურაბ ხომასურიძე მე-2 კლასი. ელენე ნოზაძე მე-3 კლასი, ლარი ნარიკაშვილი მე-4 კლასი - მასწავლებელი მაყვალა ლაშქარაშვილი.
ზურაბ ხომასურიძემ მოიპოვა მე-3 ადგილი, ზოზაძე და ლარიკაშვილი დაჯილდოვდნენ ლაურიანტის დიპლომებით. ზურაბ ხომასურიძეს გამოეცხადა მადლობა საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის.
კონკურსში მონაწილეობისათვის სამუსიკო სკოლა დაჯილდოვდა სიგელებით. მე-5 კლასის მოსწავლემ ციცინო ჯოლბორდმა მონაწილეობა მიიღო კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის მოწვევით კამერული მუსიკის კონცერტში, რომელიც ჩატარდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. საქალაქო ღონისძიებებში სისტემატიურად მონაწილეობს სკოლასთან არსებული ინსტრუმენტური ტრიო ხელმძღვანელი შორენა მჭედლიშვილი.
სკოლის შენიბას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნაწილობრივ განახლდა სკოლის ინვერტარი.
სტატიის გამოყენების პირობები