ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლის მოსწავლე ერთი დღით მერის მოადგილე გახდება
გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე თიკო ბარამიშვილი ერთი დღით გორის მერის მოადგილე გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა მიიღო.

თიკო ბარამიშვილი იმ გუნდის წევრია, რომელმაც ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვება მოიპოვა. ეს გუნდი გორის მე-12 სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

ინტელექტუალური თამაშები გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. მონაწილეობა 13 სკოლის გუნდმა მიიღო. 21 ქულით მე-12 სკოლამ გაიმარჯვა. მისმა მომდევნომ კი 19 ქულა დააგროვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები