ახალი ამბები
,,ძლიერი გორი" და მერია გორში უფასო სასადილოს გახსნაზე იმსჯელებენ
გორის საკრებულოს წევრები, რომლებიც ფრაქცია ,,ძლიერ გორში" არიან გაწევრიანებული, უფასო სასადილოს გახსნას ითხოვენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ფრაქციის წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მერიას ინიციატივით მიმართავს.

,,როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო, გორში უფასო სასადილო იყო გახსნილი და დაახლოებით 38 ათასი ლარი იხარჯებოდა წელიწადში. ეს ის თანხაა, რომელიც მერიამ აუცილებლად უნდა გამოძებნოს და დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ადამიანებს. მართალია, საპატრიარქოსაც აქვს გახსნილი, მაგრამ უმჯობესია, ამ კუთხით, მერიამ თავისი წვლილი შეიტანოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში" - აღნიშნავს ვასილისა ჯაბახიძე.

იდეა გორის მერის მოადგილეს ეკა სუხიშვილს მოსწონს და ფრაქციის წევრებს დეტალებზე სასაუბროდ ეპატიჟება:

,,გასულ წელს, მერია გარკვეული თანდაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ასეთ პროექტში იყო ჩართული. წელს რატომრაც არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვამრთა. ჩვენ მზად ნებისმიერი ასეთი პროექტი განვიხილოთ და შევჯერდეთ იმ საკითხებზე, რომელიც მართლაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ასახული. ამას ჭირდება გათვლა, მონაცემების შეგროვება. ეს ხომ მხოლოდ ქალაქზე არ იქნება, ეს გავრცელდება სოფლად მცხოვრებ ბენეფიციარზეც" - აცხადებს ეკა სუხიშვილი.

მისი ინფორმაციით, გორში ეპარქიას გახსნილი აქვს უფასო სასადილო, სადაც 250 მოქალაქე სარგებლობს. ,,ეპარქიას როგორც ვიცი 7-10 ლარი უჯდება ერთი ბენეფიციარის მომსახურება. თანაც იქ სამჯერადი კვებაა." - აღნიშნავს ეკა სუხიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები