ახალი ამბები
პროექტ „განავითარე ბიზნესის“ ფარგლებში სოფელ ნიქოზში შეხვედრები გაიმართა

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) წევრებმა სოფელ ნიქოზში დაახლოებით 20–მდე მცირე მეურნეობა დაათვალიერეს, მათ უმრავლესობას, სახელმწიფოს მხარდაჭერის სემთხვევაში სერიოზული პოტენბციალი გააჩნია.

 

განსაკუთრებით საინტერესოა სანერგე მეურნეობების განვითარება, რაც არა მარტო კონკრეტული ბიზნესების განვითარებას უზრუნველყოფს, არამედ, მთლიანად რეგიონს უზრუნველყოფს ახალი, თანამედროვე მეთოდოლოგიით გამოყვანილი ჯიშებით.

 

„აფბას“ პოზიციით, რეგიონში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საგანმანათლებლო საქმიანობას, საუბარია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში თანამედროვე ცოდნის გადმოტანაზე ადგილოვრივ პრაქტიკაში. ამისთვის აუცილებელია, ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების ჩართვა პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე, აუცილებელია ტრენინგები და სხვა გადასამზადებელი ღონისძიებები მოეწყოს ადგილებზე, იქაურ გარემოში ადაპტირებულ ცენტრებში.

 

ნიქოზში გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა სახასიათო პრობლემა, ადგილობრივ ფერემერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებზე, შესაბამისად, არ აქვთ წვდომა იმ სიკეთეებზე, რასაც ეს პროგრამები გულისხმობს. „აფბას“ პოზიციით, ნიქოზში ადგილობრივი ფერმერების მიერ დასმული პრობლემები სრულად შეესაბამება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ პროგრამას „დანერგე მომავალი“, შესაბამისად, ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ფერმერული გაერთიანება „ნიქოზის“ მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც სწორედ სანერგე მეურნეობების განვითარებასა და ადგილზე თანამედროვე ტრენინგცენტრის მოწყობას გულისხმობს.

 

შეხვედრა ნიქოზში „აფბას“ და კომპანია „ბილაინის“ ერთობლივი პროექტის, – „განავითარე ბიზნესის“ ფარგლებში შედგა.

 

პროექტი ჩვენს ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარების პრობლემატიკას ეხება. პროექტის ფარგლებში, გვსურს მხარდაჭერა გამოვხატოთ სახელმწიფოს მიერ ინიცირებული შესაბამისი პროექტებისადმი და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტის წახალისებაში.

 

პროექტის სამიზნე აუდიტორიაა თვითდასაქმებულები.  ეს სეგმენტი ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60%–ზე მეტია, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა პრობლემატიკის კვლევა, მათ გადაჭრაზე ჩვენი ძალისხმევის მიმართვა, ასევე, თვითდასაქმებულთა საქმიანობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

 

პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ვიმპელკომი“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ ბრენდით ოპერირებს. მცირე მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტებში „ვიმპელკომი“ კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის, – Make Your Mark, ფარგლებში მონაწლეობს, ამ კამპანიას „ვიმპელკომი“ ყველა იმ ყვეყანაში ახორციელებს, სადაც ის ოპერირებს.

 

პროექტის ფარგლებში „აფბა“ რეგიონებში მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას, მათი პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებთან მათი წვდომის გამარტივებაზე მუშაობას აგრძელებს. 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები