ახალი ამბები
ნიქოზის სასაფლაოსთან რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ნიქოზში ორი ადგილობრივი დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ისინი ცხინვალში გადაიყვანეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებნი - ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური ადასტურებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით მათ გასათავისუფლებლად ცხინვალის მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები