ახალი ამბები
ცხინვალიდან ნიქოზელი მამაკაცები ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს
ნიქოზელი ახალგაზრდები - 1993 წელს დაბადებული გაბრიელ მელანაშვილი და 1980 წელს დაბადებული თამაზ მჭედლიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები ჯარიმის გარეშე გამოუშვეს. ამის მიზეზად, განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

თამაზ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი 23 აპრილს ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები