ახალი ამბები
სურამის ნაზუქები სააღდგომოდ (VIDEO)


მანანა გრიგალაშვილი თითქმის 20 წელია სურამში ნაზუქებს ყიდის. ამბობს, რომ სააღდგომოდ მასზე მოთხოვნა იზრდება. მანანა გრიგალაშვილი ნაზუქს გზის ორივე მხარეს ყიდის.

აღდგომის წინა დღეებში თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მგზავრები, ხოლო კვირის შემდეგ პირიქით - დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მიმავალი კლიენტები ჭარბობენ.

,,ამ დროს დღეში დაახლოებით 200 ცალ ნაზუქს ვყიდი" - ამბობს ქალბატონი მანანა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები