ახალი ამბები
მანქანა, რომელშიც ავარიის დროს 5 მოზარდი იმყოფებოდა
ასე გამოიყურება მანქანა, რომელსაც დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ავარია შეემთხვა. შემთხვევა სოფლის შესასვლელში მოხდა.

ავტომანქანაში 5 ფეხბურთელი იმყოფებოდა. ისინი სოფელ ფხვენისიდან (შინდისის მეზობელი სოფელი) არიან და ზონალურ საფეხბურთო ტურნირზე სათამაშოდ მიდიოდნენ.

დაშავებულთაგან გორის ჰოსპიტალში 4 მოზარდი რჩება. მათგან ერთ-ერთს, ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო, ოპერაცია უკეთდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები