ახალი ამბები
გორის რაიონში 2 ძროხა დევნილ ოჯახს მოპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში 2 სული საქონელი სადგომიდან მოიპარეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა დავით ავაზნელმა განუცხადა.

მისი თქმით, საქონლის სადგომი იმ საერთო საცხოვრებელი სახლის წინ მდებარეობს, სადაც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს:

,,ძროხები ერთ-ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. ეს ოჯახი დევნილია და დიდი ხანია ამ შენობაში ცხოვრობს. მათი საქონელი ღამე მოუპარავთ და სადგომიდან გაუყვანიათ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ოჯახი სოციალური დახმარების მიმღებია." - აცხადებს დავით ავაზნელი.

გორის შს სამმართველომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქონლის ქურდობის სხვა ფაქტი სოფელში დიდი ხანია არ მომხდარა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები