ახალი ამბები
,,ღამის ინციდენტის შემდეგ პოლიციაში აღარ დამკითხეს"

 

,,არავის დაუბარებიხართ" - უთხრეს დღეს დილით გენადი ზუბაშვილს, მისი ინტერესების დამცველს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" ელიზა ქერდიყოშვილს და გორის ოფისის ხელმძღვანელს ლადო ბიჭაშვილს.

 

9 მარტს გვიან ღამით გენადი ზუბაშვილის სახლში პოლიციელები მივიდნენ და ოჯახის უფროსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური ანგარისშწორების დროს გენადი ზუბაშვილმა პოლიციელებს თავი დააღწია და ბაღს შეაფარა თავი. მის ნაცვლად პოლიციელებმა გენადი ზუბაშვილის მეუღლე ხათუნა ზუბაშვილი შვილთან ერთად წაიყვანეს. პოლიციელების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ იხილეთ დეტალურად აქ:

 

ხათუნა ზუბაშვილი აცხადებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში თითქოსდა სოციალური დახმარებების მიმღები პირების მონაცემების შედგენის მიზნით წაიყვანეს. ხოლო მისი მეუღლე, მეორე დღისთვის, დილის 10 საათზე დაიბარეს.

 

ელიზა ქერდიყოშვილი ,,ადამინის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისის იურისტი: ,,ადამინის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგნელები ადგილზე ჩავედით სიტუაციის გასაცნობად, ზუბაშვილები პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. კერძოდ კი წუხელ ღამის საათებში ადგილი ჰქონდა გენადი ზუბაშვილის იძულებით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მცდელობას, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობით არ იყო განპირობებული და შეეძლოთ მხოლოდ შეტყობინება გადაეცათ, რომ მეორე დღით მისულიყო პოლიციაში საქმესთან დაკავშირებით. მით უფრო, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ განუმარტავთ თუ კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით მიჰყავდათ იგი პოლიციის განყოფილებაში, როგორც მოგვიანებით გაირკვა საქმე უკავშირდებოდა სამი წლის წინ ზუბაშვილების გარდაცვლილ მცირეწლოვან შვილს. ,,ადამინის უფლებათა ცენტრი“ სამართლებრივ მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ საქმეს და წერილობით მიმართავს შსს, რათა არნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება..“

 

Qartli.gE შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორს ნანა გუგუტიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმით, პოლიციის მართლაც მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე: 

 

,,აღნიშნულ საქმეზე საჭიროა გენადი ზუბაშვილის და მისი მეუღლის მოწმის სახით დაკითხვა. მინდა გითხრათ, რომ საქმე ბავშვის გარდაცვალებას არ ეხება. ეს სულ სხვა საქმეს უკავშირდება, რომლის გახმაურება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შემიძლია" - გვითხრა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

 

წინა მასალა: ამ შუა ღამისას დაგვაწიოკეს პოლიციელებმა

Print

სტატიის გამოყენების პირობები