ახალი ამბები
თრეხვის ეკლესიიდან ჯვრის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შესულა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თრეხვის ეკლესიიდან ჯვრის დაკარგვის ფაქტს შსს არ ადასტურებს. ამის შესახებ სამინისტროს პრეს-სამსახური qartli.ge-ს ესაუბრა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები ეკლესიის წარმომადგენლებს ესაუბრნენ, რომლებმაც ფაქტის შესახებ, რაიმე ინფორმაცია უარყვეს.

ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, თრეხვში, წმინდა ევგერის სახელობის ეკლესიიდან ჯვარი და მღვდლის სამოსი მოიპარეს.

ქურდობის ფაქტის შესახებ არ სმენია სოფელ ზემო ხვედურეთის თემის წარმომადგენელსაც. თრეხვი ზემო ხვედურეთის თემში შედის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები