ახალი ამბები
დვანის სალოცავი - ქართველებისა და ოსების საერთო საკულტო ადგილი
დვანში წმ. გიორგის სალოცავთან ქართველებისა და ოსების საერთო სასაფლაოა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, იქ ვერც ქართველი და ვერც ოსი მიდიოდა. მავთულხლართების გავლების შემდეგ, სასაფლაოს ტერიტორია ძირითადად საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოექცა.

მავთულხლართებმა დვანი და ზემო დვანი ერთმანეთისგან გაყო. ზემო დვანში ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. დვანში კი, - ქართველები. სასაფლაოს დასავლეთ მხარეს ეთნიკური ოსები არიან დაკრძალულნი. დვანელები ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ზემო დვანელები წინაპრების სასაფლაოზე მიდიოდნენ. ომის შემდეგ კი, დამტირებელი აღარ მისულა. კონფლიქტის შემდეგ, ზემო დვანელებმა საკუთარი სასაფლაო გამყოფი ხაზის მიღმა მოაწყეს.

ფოტოზე: ზემო დვანის ახალი სასაფლაო

ამ სალოცავს უდიდესი ტრადიციული დღესასწაული - კვირიკობა უკავშირდება. ეთნოგრაფი სერგი მაკალათია დეტალურად აღწერს ამ დღეობის შესახებ. მისი ცნობით, სალოცავი ხეობის ერთ-ერთი უძლიერესი საკულტო ადგილია. სარიტუალო აღწერილობის მიხედვით, მთავარი ფიგურანტები ოსი ქალები არიან, რომლებიც ოსური ხაჭაპურით უნდა გამასპინძლებოდნენ სტუმარს და თვით კვირიკეს.

ღვინო კი, სალოცავში დვანელებს მიქონდათ. დღესაც ეკლესიის გარშემო მრავლად აწყვია ქვევრები. დვანელებს სალოცავში ღვინო ქვევრით მიჰქონდათ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები