ახალი ამბები
გორსა და გორის რაიონში სასაფლაოებიდან მომავალი ორი მანქანა დაგორდა
ქალაქ გორში და მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის სასაფლაოებიდან მანქანები დაგორდა. ერთი შემთხვევა პოლიციას შეატყობინეს, მეორე კი, - არა.

თვითმხილველის ცნობით, კვერნაკის სასაფლაოზე, მძღოლმა მოძრაობისას სიჩქარის შეცვლა ვერ უზრუნველყო. მგზავრებით სავსვე მანქანა იმ ადგილზე გადავიდა, სადაც ხალხი მოძრაობდა.

რაც შეეხება სოფელ ხელთუბანს, იქ ,,სპრინტერი" (მიკროავტობუსი) გზის სავალი ნაწილიდან იმ დროს გადავიდა, როდესაც საფლავიდან სატრანსპორტო საშუალებით, ბრუნდებოდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მძღოლი კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დაჯარიმდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები