ახალი ამბები
,,ხაშურელებო, სახლებს ცარცით და საღებავით დააწერეთ ნომრები"

 

,,ხაშურის 112-ის თანამშრომელთა მოკრძალებული თხოვნა სურამ-ხაშურის მოსახლეობას: თქვენთვის დროული და საჭირო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით,გთხოვთ თქვენს სახლზე დაწერეთ ნომერი რითაც გნებავთ ( საღებავი, ცარცი,ნახშირი ან სხვა :)), ხოლო ქუჩის თავში ან ბოლოში ქუჩის სახელწოდება! ეს თქვენთვის ადვილია, ჩვენ და ავადმყოფს კი ძალიან დაგვეხმარებით! აქვე გეტყვით, რომ გვევალება და, რა თქმა უნდა, ვიცით მისამართები, მაგრამ ზოგიერთ ქუჩას აქვს ახლად მინჭებული სახელი, არეულია ნომრები ან სხვა მიზეზით რომ არ მოხდეს დაგვიანება, გვთხოვთ დაგვეხმაროთ!"

 

,,შეიძლება ამას აქციის სახეც მისცეთ, მაგალითად დაეხმაროთ მეზობელ მარტოხელას ან გაჭირვებულს და მისი სახლიც მონიშნოთ. ნუ დაელოდებით როდის გაახსენდებათ ეს საქმე მათ, ვისაც ეს ევალება. ეს ჩვენი ქალაქია, პრობლემაც ერთი გვაქვს!  სიყვარულით, პატივისცემით, და კეთილი სურვილებით - 112_ის თანამშრომლები" - სწერს მუნიციპალიტეტს ირინა მჭედლიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები