ახალი ამბები
ქვირითობის პერიოდში უკანონო თევზაობა მკაცრად დაისჯება
ქვირითობის პერიოდში უკანონო თევზაობის ფაქტზე სასჯელის ზომა მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ეს პერიოდი დღეიდან, 1 მაისიდან და დაიწყო და გაგრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით.

,,ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს." - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები