ახალი ამბები
სოფელ ქვეშში 80-წლის მამაკაცი რუსმა სამხედროებმა დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში 80-წლის მამაკაცი დააკავეს. ამირან მილაძე რუსმა სამხედროებმა ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალში წაიყვანეს.

,,ჩემი ინფორმაციით, ეს კაცი წაიყვანეს ე.წ. სანდროს თელას ტერიტორიიდან. მან მინდორია და ალბათ მწყემსავდა. დაკავება გუშინ საღამოს მოხდა. სახლში მეუღლე ჰყავს. შვილები ცალკე ცხოვრობენ. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია" - აცხადებს ქვეშში მერიის წარმომადგენელი.

ქვეში სოფელ ახალუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალურ სააგენტოს დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები