ახალი ამბები
წინარეხი-ქვათახევის გზის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების წინარეხი-ქვათახევის 4.5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გზა ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 1 ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, მოეწყობა ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები და ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, გაკეთდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. სამუშაოები ამჟამად უკვე დასრულების ეტაპზეა.

სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.

ქვათახევის გზის მდგომარეობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა ჯერ კიდევ 2016 წელს მოამზადა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები