ფოტო: მოქალაქეებმა გორში წმინდაწყალზე მინი სტადიონს სახელი ,,შეუცვალეს"
გორში, წმინდაწყალზე არსებულ მინი სტადიონთან აბრა დადეს, რომელიც
მიანიშნებს, რომ ის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონია.
ამის ამსახველი ფოტო qartli.ge-მ გადაიღო. გზის მანიშნებელი აბრა
ბოძზე იყო დამონტაჟებული და ის გორის ,,დილას" სტადიონისთვის იყო
განკუთვნილი.
თუმცა, აბრას ადგილმდებარეობა შეუცვალეს და იმ მინისტადიონთან დადეს,
რომელსაც რეაბილიტაცია ჭირდება.
ავტორი: მახო მიქელაძე
სტატიის გამოყენების პირობები