მემორიალი, რომელიც სოფელ ატოციდან მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ და
დაღუპულ მებრძოლებს ეძღვნება, დღეს ასე გამოიყურება. ფოტოები გამყოფი
ხაზის მიმდებარე სოფელში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა
გადაიღო.
ადგილობრივების ცნობით, მემორიალი, სკოლის ისტორიის მასწავლებლის,
ვილგემ გოგიჩაიშვილის ინიციატივით და სახსრებით გაკეთდა. ,,ფოტოებიც
თვითონ შეაგროვა და საკუთარი ხელით გააკეთა ეს მემორიალი. ეს ერთი 30
წლის წინანდელი მემორიალია" - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი. ისტორიის
მასწავლებელი კი, უკვე გარდაცვლილია.

სტატიის გამოყენების პირობები