გორში, 9 მაისს, სტალინური საზოგადოებისა და ,,უკვდავი პოლკის"
წევრებმა საბჭოთა ბელადის მუზეუმიდან მთავარ მოედნამდე მსვლელობა
მოაწყეს. აქციის წევრები ბელადის ძეგლის აღდგენას ითხოვენ.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად სტალინისტები
თავდაპირველად ბელადის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ. დილის 10
საათზე ჩანიშნული შეხვედრა შუადღეს 14 საათზე გაიმართა. ,,უკვდავი
პოლკის" წევრები აცხადებენ, რომ ორგანიზატორთა დიდი ნაწილი, დღეს,
თბილისში, ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

სტატიის გამოყენების პირობები