ახალი ამბები
ხაშურთან ქორწილის მანქანებს შორის ავარია მოხდა - დაშავდა 8 ადამიანი
საქორწინო ესკორტის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს ხაშურის შესასვლელში მოხდა.

შეჯახების შედეგად, ,,ოპელისა" და ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანებში მყოფი 8 ადამიანი დაშავდა. ისინი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სსკ 276 მუხლის მე -2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშიალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები