ახალი ამბები
უბანი კომბინატის დასახლებაში - გორი
გორში, კომბინატის დასახლებაში, ორმოულების გამო, ეზოებში წყალი ჩადგა. ძლიერი წვიმის შედეგად, მშვიდობის ქუჩა #6 კორპუსში მცხოვრებთ მიმოსვლა უჭირთ.

ფოტო ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო, რომლის განცხადებით, დატბორილი ეზო კორპუსსა და ტუფის ბინებს შორის არსებული საზიარო ტერიტორიაა.

,,ჩვენს გარშემო კორპუსებში, ყველგან დააგეს ასფალტი. საუბარი ეხება შიდა ეზოს. იქ იმიტომ, რომ ამხანაგოგები შეიქმნა და ამით თანადაფინანსების მოპოვება შეძლეს. ჩვენს შემთხვევაში კი, ეს ვერ ხერხდება. როგორც ხედავთ, ეზო ეკუთვნის კორპუსსაც და ტუფის ბინებსაც" - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

მისი ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლებმა ,,ამხანაგობა" შექმნეს, ხოლო ,,ტუფის" ბინებში მცხროვრებლებს შორის, ,,ამხანაგობის" შექმნა ვერ მოხერხდა. კორპუსის მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ.

,,იქნებ დაეხმაროს მერია მათ ამხანაგობის შექმნაში, ამით თანადაფინანსების მოპოვებას შევძლებთ." - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები