ახალი ამბები
გორში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აჩიკო ნიჟარაძე იმღერებს
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 2019 წლის 17 მაისს აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს და გეგმავს კონცერტის ჩატარებას ქ.გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

არჩილ ნიჟარაძესა და ნათელა პერანიძესთვის (კომპანიის წარმომადგენელი) კულტურის ცენტრს 3600 ლარი აქვს გათვალისწინებული.

,,აღნიშნული შემსრულებლები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და სარგებლობენ დიდი პოპულარობით გარკვეული თაობის წარმომადგენლებში, ვინაიდან ასრულებენ სასიქადულო კომპოზიტორთა მონატრებულ და ძველ სიმღერებს." - აღნიშნულია კულტურის სამსახურის განცხადებაში.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღეა. წელს უკვე მეხუთედ აღნიშნავს ჩვენი ხალხი ამ ზეიმს.

საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, ჩვენთანაც, ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც საზოგადოება სიხრულით აღნიშნავს მას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები