ახალი ამბები
კომბინატში ასფალტი მოტეხეს - აუდიტი ექსპერტიზას ითხოვს

 

 

 

,,მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის მიერ ჩატარებული საკონტროლო გადაზომვით, ასფალტის ჯამური ფართი არ დადასტურდა." - წერს სახელმწიფო აუდიტი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტაცია 2012-2013 წწ-ის ფარგლებში, შეამოწმა.

 

გარდა ამისა,  ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანიას უნდა წარედგინა დასკვნა გზის საფარიდან ამოჭრილი ასფალტბეტონის გამოცდის შედეგების შესახებ, რომელიც აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა.

 

,,მუნიციპალიტეტმა უნდა უზრულველყოს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, რათა დაადგინოს შესრულებული სამუშაოების ზუსტი მოცულობა და ხარისხი." - ასკვნის აუდიტი. ეს დოკუმენტი ქალაქ გორის საკრებულომ 2015 წლის ბოლო სხდომაზე ცნობად მიიღო.

 

ცნობისათვის, 2012 წლის 25 მაისს  მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა ქ. გორში შინდისის გზატკეცილის ასფალტის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ღირებულებით 1 მლნ ლარი. ტენდერში იმავე ფასით გაიმარჯვა ერთადერთმა მონაწილემ შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო ნომერმა 1-მა“.

 

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღრული იყო სხვადასხვა ტიპის 44 778 კვ.მ  საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, რაც სამუშაოს პერიოდში, დოკუმენტების მიხედვით, 12 558,9 ათასი კვ.მ-ით  გაიზარდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  ჯამური მოცულობა საკონტროლო გადაზომვით, არ დადასტურდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები