,,ხელშეკრულებების სახართაღვრიცხო ნაწილი შეიცავდა 120,8 ათასი ლარის დემონტაჟის სამუშაოებს. აქედან 54,9 ათასი ლარის სამუშაო არ არის გაშიფრული რაოდენობის მოცულობებისა და ღირებულებების ჩვენებით, რის გამოც ღირებულების რეალობა მაღალ რისკს შეიცავს." - წერია დასკვნაში.
აუდიტის შედეგად ვერ დადგინდა, ასევე, თუ რა რაოდენობისა და ღირებულების მასალის დემონტაჟი განხორციელდა. ამასთან, პასუხისმგებელი პირის განმარტებით (არმატურა, სამშენებლო ქვები და სხვა) დასაწყოება-შენახვა მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით 2012 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტმა ორი ხელშეკრულება გააფორმა გორის ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბოლო სხდომაზე ჩაიბარა.
სტატიის გამოყენების პირობები