ახალი ამბები
მსოფლიო ბანკის საინვესტიციო სესხმა საკრებულოში ხმაური გამოიწვია

 

 

2015 წლის 6 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,  სოფლების: ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის და ქვემო ხვითის წყალსადენის რეაბილიტაციის ქვეპროექტის განსახორციელებლად, სესხის აღების ნებართვის მიღების თხოვნით მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მიმართა. 35 წევრიან საკრებულოში წინააღმდეგი მხოლოდ 6 დეპუტატი წავიდა: - ირაკლი ოქრუაშვილის ,,ქართული პარტიის" 4  და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2 დეპუტატი.

  

გასაფორმებელი ხელშეკრულება მოცემულ სოფლებში წყალსადენის რეაბილიტაციის საინვესტიციო ღონისძიებებს ითვალისწინებს.

 

პროექტის საბაზისო ღირებულება 3 მლნ 386 398 ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეპროექტს 30%-ით აფინანსებს, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 20%-ს გაიღებს.

 

რაც შეეხება დანარჩენ 50%-ს, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაახლოებით 1 მლნ 690 000 ლარი, კრედიტის, სესხის სახით, წლიური 11%-იანი განაკვეთით, გორის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. სესხი გორის მუნიციპალიტეტმა 10 წლიანი ვადით აიღო.  საშეღავათო პერიოდის 18 თვის გასვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ 11%-ის გადახდა ყოველთვიურად უნდა დაიწყოს.

 

საკრებულოს წევრმა მარლენ ნადირაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტს თავისუფალი თანხები არ ექნება, პროცენტს ფინანსთა სამინისტრო დაფარავს.

 

მიუხედავად ამ განმარტებისა, ,,ქართული პარტიის" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიქრობენ, რომ გამგეობას ასეთი მაღალ პროცენტიანი სესხი არ უნდა აეღო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები