დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საშუალო სკოლებში ბოლო ზარი 25 მაისს
დაირეკება. ამ დღეს სასკოლო ცხოვრებას 509 მოსწავლე დაასრულებსს.
ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. განათლების სფეროს
წარმომადგენელი ნინო ჯიოევა აცხადებს, რომ საატესტაციო გამოცდები 1
ივნისს დაიწყება:
,,სავალდებულოა რუსული ენისა და მათემატიკის გამოცდები. დანარჩენ
საგნებს თავად სკოლები განსაზღვრევენ" - აცხადებს ჯიოევა.
ცხინვალის რეგიონში 11 კლასი დაამთავრა:
2016 წელს - 489 მოსწავლემ.
2017 წელს - 453 მოსწავლემ
2018 წელს 435 მოსწავლემ.
სტატიის გამოყენების პირობები