ახალი ამბები
გორში ბაიკერები დააჯარიმეს
ორი ბაიკერი, რომელიც გორში, სტალინის გამზირზე მოძრაობდა, გორის პატრულმა დააჯარიმა. დაჯარიმებს პროცესს ბაიკერის თანხლმები რუსი ქალბატონი მობილურით იღებდა.

პატრულის თანამშრომლებსაც ბაიკერები რუსულად ესაუბრობდნენ, თუმცა ერთ-ერთ მათგანს ქართულად საუბარი შეეძლო. შს სამინისტროს ცნობით, ორივე მძღოლი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეა.

,,როცა მოძრაობას დაარღვევთ, აუცილებლად დაგაჯარიმეთ" - განუცხადა პატრულმა ერთ-ერთ მათგანს რუსულ ენაზე. ბაიკერები მანევრირების წესების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

წინასწარი ინფორმაციით, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე არსებულ შუქნიშნის შემდეგ, ბაიკერებმა ერთმანეთის გასწრება სცადეს. მათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სტალინის სახლ-მუზეუმთან დაეწია.








Print

სტატიის გამოყენების პირობები