ახალი ამბები
გორში ხორცის მაღაზიიდან დინამიკების ქურდობის ფაქტი არ დასტურდება
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას ხორცის მაღაზიიდან დინამიკების ქურდობის ფაქტზე.

ამის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა ქართლი.გე-ს განუცხადა. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინებაც კი არაა შესული:

,,შესაბამისად, ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებებულიც არ გვეყოლებდა. ეს ინფორმაცია არის მცდარი" - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

ერთ-ერთი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და დინამიკები არასრულწლოვანს ჩანთაში უპოვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები