ახალი ამბები
ტეზერის სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის მცირეკონტიგენტიან სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელმა შიდა ქართლში, ირმა კიტრიაშვილმა ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაზე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თითოეული ოჯახი საკმაოდ დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენს წარმოქმნის, წარმოქმნილი ნარჩენი კი არ ხარისხდება და ისე ხვდება მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.

,,საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, დახარისხებას და ხელმეორედ გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვითი კუთხით, გარდა ამისა, მოსახლეობას მდინარეები ნაგავსაყრელებად აქვთ ქცეული, რაც კიდევ უფრო აუარესებს გარემოს მდგომარეობას და მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯამრთელობაზე” - აღნიშნა ირმა კიტრიაშვილმა.

ტეზერის სკოლის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგებმა გადაწვიტეს გარემოს დაცის საერთაშორისო დღეს 5 ივნის, დაასუფთავონ სოფელ ტეზერში არსებული უკანონო ნაგავსაყრელები.

USAID / CENN პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (WMTR II) მიერ გამოცხადებულ ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსში, ტეზერის სკოლის მოსწავლეები მეორედ ჩაერთვნენ, გასულ წელს კონკურსის ფარგლებში სულ 1505 კგ მაკულატურა შეაგროვეს და კონკურსანტებს შორის შვიდეულში მოხვდნენ. კონკურსის ფარგლებში სულ 135 -მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები