ახალი ამბები
არტ ვილა გარიყულაში დასრულდა ,,ევროპის დღეები"
"ევროპის დღეები 2019" 22 მაისს, არტ ვილა გარიყულაში გამართული ღონისძიებით "მე - ევროპელი" დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (სტუდენტები და უფროსკლასელი მოსწავლეები) შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.

გორელმა ხატია სტეპანოვმა ისაუბრა იმ ხიდჩატეხილობის შესახებ, რომელიც გორში, ძველსა და ახალ თაობას შორის, არსებობს. ეს ხიდჩატეხილობის პრობლემა, განსაკუთრებით, თავს იჩენს მაშინ, როდესაც კომუნისტები და სტალინელები სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ:

,,სულ ცოტა ხნის წინ, გორში, 9 მაისს, გამოვიდნენ სტალინელები და ყველამ იცის, რაც ხდება მამ დროს. ჩვენ, ახალგაზრდები, ამ შემთხვევაში უძლურები ვართ. ვეწინააღმდეგებით (წითელ დროშებს), თუმცა, ვფიქრობ, რომ ამას შედეგი არ აქვს. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს" - აღნიშნა ხატიამ და ფაქტობრივად ეს მისი მოსაზრება კითხვას შეიცავდა. მწერალმა გიორგი კეკელიძემ ლექციის წაკითხვის დროს აღნიშნა, რომ მთავარია ასეთ ღონისძიებებში მინიმალურად იყოს შემცირებული თანამონაწილეობა.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექციას წაიკითხა საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირზე, ევროპულ ღირებულებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განათლების მნიშვნელობაზე.

დასასრულს, პოსტერების კონკურსის "საქართველოს ევროპული გზა" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები