ახალი ამბები
,,ტელევიზიით აბსტრაქტულ საუბარს დაანებონ თავი" - გორელი მეხილეების სათქმელი

 

76 წლის ამირან მექვაბიშვილის ხეხილის ბაღში მეზობელი სოფლის, ხელთუბნის მცხოვრებნიც მუშაობდნენ. ერთ-ერთ მათგანს 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ხოლო მეორეს - სამხატვრო აკადემია. დღეს კი, როგორც დაქირავებული მუშა-ხელი, ამირან მექვაბიშვილის ბაღში მუშაობენ.

 

,,მთავრობა იმათ ეხმარება, ვისაც ბევრი ფული აქვს. დახმარება ჩვენნაირ ხალხს ჭირდება. მოგცემენ 40 ლარს და გადასახდელი გაქვს 340 ლარი. ბანკი უკან მოგდევს. ჯიბეში გიძვრებიან და გყვლეფენ" - ასე გვიპასუხეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამებზე, მათ შორის, აგროდაზღვევის და ხეხილის ბაღების გაშენების სუბსიდიებზე ვკითხეთ.

 

მათთვის ძირითადი საჭიროებას შხამ-ქიმიკატები და სასუქები წარმოადგენს:

 

,,მთავრობა გუდვილით გელაპარაკება. მაგნაირი ვაშლი რომ მოიყვანო, წელიწადში 15-ჯერ მაინც უნდა მოწამლო ბაღი. ამას დიდი თანხა ჭირდება. მოიყვან და სად უნდა გაყიდო?" - კითხულობენ ისინი.

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები