ახალი ამბები
სეტყვამ და ქარმა ცხინვალში სახლები დააზიანა
ძლიერმა ნალექმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების გარდა, ქალაქი ცხინვალი და მის გარშემო სოფლებიც დააზარალა.

ამის ამსახველ ფოტოებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, სეტყვას ძლიერი ქარი ახლდა. სწორედ, ქარის შედეგად, რამდენიმე კორპუსი სახურავის გარეშე დარჩა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები