ახალი ამბები
,,დაველოდოთ ინსულტს" - მითხრა ექიმმა

 

ტომოგრაფიული დიაგნოსტიკის ჩატარება დაგვიანდა - ამბობს აწ უკვე გარდაცვლილ გუჯა ბუდაღაშვილის შვილი, ეკა ბუდაღაშვილი. კასპის მედ-ალფას მიერ აშენებულ საავადმყოფოში კი ერთი დღე, მხოლოდ, იმიტომ გააჩერეს, რომ სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობას ამავე საავადმყოფოს თანამშრომლის ნელი ბუდაღაშვილის ხათრი ჰქონდა.

 

,,დილის 5 საათზე მამამ მითხრა, ხელი დაბუჟებული მაქვს და თავი მეწვისო. სასწრაფო მალე მოვიდა და მივიყვანეთ საავადმყოფოში. ნევროპათოლოგი დილის 10 საათზე მოვიდა. ნერვიული აშლილობა აქვს ამ კაცს, რა ატირებსო და გაწერას აპირებდა. მამა განიცდიდა, ნერვიულობდა. ვატყობდით, რომ მდგომარეობა რთულდებოდა. ჩვენი ნათესავის ხათრით დააწვინეს პალატაში, მაგრამ არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია. ინსულტი თუ არ დადგა, ვერ ჩავწერ, რომ ინსულტიაო - მითხრა კასპის საავადმყოფოს ნევროპათოლოგმა. უკვე რომ მდგომარეობა ძალიან გართულდა, მოვითხოვე რეანომობილის გამოძახება და თბილისში გადაყვანა. მითხრეს 3 - ის ნახევარზე მოვაო, მაგრამ 4 საათამდე ველოდეთ, არ გამოჩნდა. მერე მე თვითონ დავრეკე თბილისში,სადაც მითხრეს, საავადმყოფოს წარმომადგენელი დაგვალაპარაკეთო. მხოლოდ საავადმყოფოს მთავარი ექიმის დახმარებით გამოვიძახეთ რეანომობილი. საღამოს 7 საათზე ჩამოვიდა მანქანა, აღმოჩნდა, რომ მანამდე არავის დაურეკავს. თბილისში გვითხრეს, რატომ აქამდე არ ჩამოიყვანეთო" - იხსენებს გარდაცვლილის შვილი.

 

გუჯა ბუდაღაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

თუ რატომ გააჩერეს ადგილობრივ საავადმყოფოში ერთი დღე, ყოველგვარი ყურადღების და მკურნალობის გარეშე, საავადმყოფოს ნევროპათოლოგი ამის ახსნას საჯაროდ არ აპირებს. მისი აზრით, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, სასამართლოს უნდა მიმართოს. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ფატალური შედეგი აუცილებლად დადგებოდა.

 

იხ. უფრო ვრცლად:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები