ახალი ამბები
გამოქვაბული უფლისციხეში, საიდანაც 7-წლის ბავშვი გადმოვარდა
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში 7-წლის ბავშვი დაახლოებით 10 სიმაღლიდან გადმოვარდა. თანაკლასელის მშობლის თქმით, ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

,,შემთხვევა გუშინ მოხდა. მხოლოდ წვივის ძვალი აქვს დაზიანებული. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, საბედნიეროდ" - გვითხრა თანაკლასელის მშობელმა.

როგორც ირკვევა, მოსწავლეები მშობლებთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდნენ. ეკლესიიდან ბავშვები გარეთ სირბილით გამოვიდნენ. ერთ-ერთმა ბავშვმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ე.წ. ქურუმთა გამოქვაბულების ზემოდან, სიმაღლეზე ჩავარდა.

,,მსუბუქი წონის გამო, როგორც ჩანს, ბავშვი ჯერ ფეხებით, შემდეგ სახით დაეცა. სახეზეც მხოლოდ მცირე დაზიანება აღენიშნებოდა. ნამდვილად, მშვიდობიანად დასრულდა ეს ყველაფერი" - აცხადებენ მუზეუმში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები