ახალი ამბები
აქციის მონაწილეთა ნაწილი მინისტრს შესახვედრად კულტურის ცენტრში გაყვა
გორში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სოფლის მეურნეობის მინისტრს კულტურის ცენტრის შენობაში შეხვდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება აქციის მონაწილეთა ნაწილმა მიიღო. რამდენიმე სოფლის მოსახლეობას უმრავლესობა კვლავაც ავტობანთან დარჩა.

გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპენსაცია მთავრობამ უნდა გაიღოს. სეტყვამ და ქარმა მათი ნაკვეთები და ბაღები გაანადგურა.

გორის მერი ადასტურებს, რომ სადაზღვევო პაკეტი დიდ ნაწილს არ აქვს მიღებული, შესაბამისად, აქციის მონაწილეები დახმარებას მთავრობას სთხოვენ.

რას შესთავაზებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჯერ უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები