ახალი ამბები
8-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
8-წლის ნანიკო ბერუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო.

ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, სასჯელის ათვლა 2018 წლის 26 ოქტომბრიდან დაიწყო.

2018 წლის 25 ოქტომბერს ნანიკო ბერიაშვილი ცეკვაზე არ მისულა. მისი ძებნა ახლობლებმა საღამოს 17 საათზე დაიწყეს. პოლიციამ საღამოს 10 საათისთვის გარდაცვლილი იპოვა მდინარე ლიახვის სანაპიროზე.

იმავე ღამეს, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმის არსებითი განხილვა 6 თვე გაგრძელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები