ახალი ამბები
უკვე გადამდგარი ახალი რექტორი: ,,თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში?!"
,,თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში?!" - განაცხადა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც გორის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა უკვე დატოვა.

ის ახლადარჩეული ხელმძღვანელი იყო, რომლის არჩევის პროცედურები საკმაოდ ხმაურიანად და ,,დემოკრატიულად" მიმდინარეობდა.

ალექსანდრე მღებრიშვილის გადადგომის შემდეგ უნივერსიტეტის მოვალეობას მისი მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ასრულებს. გიორგი სოსიაშვილი მანამადე ამავე უნივერსიტეტის ორგზის რექტორი იყო.

,,ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი" - განაცხადა ალექსანდრე მღებრიშვილმა.

კითხვა - ,,თუ წასვლას აპირებდით, რატომ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში?"

ალ. მღებრიშვილი - ,,ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება? თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში?!"

კითხვა - ,,თუ წასვლას აპირებდით, რატომ დაიხარჯა ამდენი რესურსი თქვენს ასარჩევად?

ალექსანდრე მღებრიშვილი - ,,რას გულისხმობთ რესურსების ხარჯვაში?" 

კითხვა - ,,საარჩევნო პროცესების წარმართვა, შეხვედრები, ბიუჯეტიდან ხარჯების გღება და ა.შ."

ალექსანდრე მღებრიშვილი - ,,თუ რამე გაინტერესებთ, მიმართეთ ოფიციალურად უნივერსიტეტს წერილობით და მიიღებთ პასუხს.

გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი 2019 წლის 15 იანვრიდან ჰყავს. აკადემიური საბჭოს 7-ვე წევრმა მხარი ალექსანდრე მღებრიშვილს დაუჭირა.

არჩევნებში მონაწილეობას ორი მოქალაქე იღებდა - ალექსანდრე მღებრიშვილი და კახა ტოლიაშვილი.

ალექსანდრე მღებრიშვილი ბოლო წლებში რექტორის მოადგილედ მუშაობდა, კახა ტოლიაშვილი კი - 2007 წლამდე ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. უნივერსიტეტის გაუქმების შემდეგ, პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. ჯერ ნაციონალურ მოძრაობაში, შემდეგ - ,,გირჩში. ბოლოს გადაცემა მიჰყავდა ტელეკომპანია ,,დიაში".


ქვემოთ ფოტოზე: აკადემიური საბჭოს წევრები ალექსანდრე მღებრიშვილის ასარჩევად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები