ახალი ამბები
ბავშვთა მძიმე ყოფის შესახებ გორში დოკუმენტური ფილმები უჩვენეს
პროექტი ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით"" დასრულდა, რომელსაც გორში მეგობრობის ხიდი -,,ქართლოსი" და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PEOPLE IN NEED ახორციელებდნენ.

პროექტის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა იყო.

,,მეგობრობის ხიდი - ,,ქართლოსის" ორგანიზებით არტ-კაფეში პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით"" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფილმის ჩვენებების მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ისეთ თემებზე,როგორიც არის ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერი,ეკოლოგია. - ამბობს ,,ქართლოსის" წარმომადგენელი ლელა მაზმიშვილი.

პროექტი გორსა და სენაკში 2018 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის მაისში დამთავრდა. ახალგაზრდებს სულ 18 ფილმი აჩვენეს.

პროექტის დასასრულს არტ-კაფეში ახალგაზრდებმა თაჯ მოჰამედ ბახტარის და იენს პედერსენის ფილმი "ფარიდულას უქმე დღე" განიხილეს. დოკუმენტურ ფილმში საუბარია ბავშვთა უფლებების შეზღუდვასა და იძულებით შრომაზე.

,,დავესწარი ფილმის ჩვენებას,რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებებს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები და ასევე,სხვისი უფლებები, რომ ისინი დაიცვას. დღევანდელი ფილმის ჩვენებით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს,რომ მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტები და მე აუცილებლად დავესწრები"" - ამბობს თამარ ლეკიშვილი - ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, TRANSITION პროგრამის ფარგლებში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები