ახალი ამბები
გორთან მანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა - პოლიციას მძღოლი ადგილზე არ დახვდა
გორი-უფლისციხის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

შემთხვევა წუხელ ე.წ. აზნეთის გადასახვევთან მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს დაარტყა, კონსტრუქცია გადავარდა. მანქანამ კი ტრაექტორია შეიცვალა.

პოლიციას მძღოლი ადგილზე არ დახვდა. 




Print

სტატიის გამოყენების პირობები