ახალი ამბები
გორში 48 საოჯახო სასტუმროა
ბოლო სამ წელიწადში გორში 48 საოჯახო სასტუმრო გაკეთდა. ამის შესახებ გორის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძემ ,,ქართლის სტუდიაში" განაცხადა.

მისი თქმით, საოჯახო სასტუმროების რიცხვი კვლავ იზრდება და შესაძლოა მიმდინარე სეზონზე 50-ს გადააჭარბოს.

საოჯახო სასტუმროს მფლობელი ნინო გიორგაძე აცხადებს, რომ სამი წლის წინ ქალაქში სულ რაღაც 5 საოჯახო სასტუმრო იყო:

,,ჩემ მაგალითზე ვიტყვი, რომ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესებულია. ყველა მათგანი ვფიქრობთ უკეთეს მომსხურება გავუწიოთ, ამისათვის სახელმწიფო ყველანაირად ხელს გვიწყობს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ კერძო სექტორმა უფრო მეტ განვითარებაზე უნდა იზრუნოს" - აცხადებს ნინო გიორგაძე.

იხ. გადაცემა სრულად:


Print

სტატიის გამოყენების პირობები