ახალი ამბები
თედოწმინდის სკოლის დაწყებითი კლასი
ასე გამოიყურება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდის არასრული სკოლა, სადაც ამჟამად 19 მოსწავლე სწავლობს.

გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. 



,,ეს სკოლა სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლის ბაზაზე მუშაობს. თავდაპირველად, შევთვაზეთ მშობლებს, რომ მოსწავლეებს განათლება ოთარშენის სკოლაში მიეღოთ, თუმცა ადგილობრივებმა უარი განაცხადეს." - აღნიშნავს ნანა ტერმაკოზაშვილი.

თედოწმინდელები ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ თუკი დაინახავდნენ მშნებელობის დაწყების პროცესს, მაშინ, მშენებლობის დასრულებამდე, მოსწავლეები აუცილებლად ივლიან ოთარშენის სკოლაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები