ახალი ამბები
თვითშეგნების საკითხი - შესავალი რეხას კრებაზე

 

,,დღევანდელი ჩვენი თვიშეგნების ამბავი ძალიან დაბალ დონეზეა. ამაში ჩვენც დამნაშავეები ვართ და რაღაც-რაღაც ორგანოებიც. აქ საქმე არ გადაწყდება. ბირჟაზე ნათქვამი სიტყვა სრულიად სხვანაირად ისმის და სხვანაირად აისახება. სათქმელი ჩვენს საკეთებელ ადგილებზე უნდა ვთქვათ. აქ გადაწყვეტილი საქმე არ გაკეთდება 2%-ით. " - განაცხადა მასპინძელმა, რომლის ორატორული ნიჭით გამგეობის ინფრასტრუქტურის წარმომადგენელი ზვიად ანესაშვილი და სხვები მოიხიბლნენ.

 

,,სოფელს ძირითადად საირიგაციო სისტემების განვითარება ჭირდება. აქ კილომეტრებზეა საუბარი, ღრმად უნდა მოიჭრას მიწა, რომ ყოველწლიურად არ იყოს გასაკეთებელი. ეს ფული სწორად უნდა განიკარგოს."

 

სოფელ რეხაში 400 კომლამდეა რეგისტრირებული. ამ დასახლებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 28 000 ლარი გამოიყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები