ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორის მანქანით გავლილი მანძილი დედამიწისთვის მინიმუმ ორჯერ შემოვლას უდრის - IDFI
ორგანიზაცია IDFI ითხოვს, რომ გუბერნატორების სამსახურეობრივი ავტომობილებით გადაადგილების მონიტორინგი გამკაცრდეს.

როგორც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაში წერია, მიზანშეწონილია, ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. ჩიპი.

IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში მოცემულია, რომ 2017-2018 წლებში, თითო გუბერნატორის მიერ სამსახურეობრივი ავტომობილით გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია.

კვლევის თანახმად, შიდა ქართლის გუბერნატორებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 105,187 კილომეტრი გაიარეს. რეგიონის პირველი პირები 2017 წელს დღეში საშუალოდ 137 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 150 კილომეტრს გადიოდნენ.

შიდა ქართლის გუბერნატორი გორის მერიის კუთვნილი ავტომობილით toyota land cruiser  LC-200 სარგებლობს, რომელიც ადმინისტრაციას თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე აქვს გადაცემული.

2017 -2018 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე სამი სხვადასხვა ჩინოვნიკი მუშაობდა, ბოლო მათგანი გიორგი ხოჯევანიშვილია, რომელიც გასული წლის აგვისტოს მიწურულს დაინიშნა და საქმიანობას ამ დროდმე აგრძელებს.
კვლევაში მოცემულ პერიოდში, მისი წინამორბედები აკაკი მაჭუტაძე და კახა სამხარაძე იყვნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები