ახალი ამბები
გორში კომედიის ფესტივალის გახსნამდე ქუჩებში მსვლელობა მოეწყობა
დღეს, ქალაქ გორში, მსახიობები მსვლელობას გამართავენ. ისინი მოსახლეობას ფესტივალზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.

,,კომედიის ფესტივალი" დღეს ოფიციალურად გაიხსნება და 14 ივნისს დასრულდება.

მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის თეატრის დასები მიიღებენ. გახსნის ცერემონია 18 საათზე, ქალაქ გორის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მსვლელობით და საკონცერტო პროგრამით დაიწყება, უკვე 20.00სთ-ზე, კი ფესტივალს გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით - ,,მეფე მოკვდა" გახსნის.


იხ. 2015 წლის გახსნა



Print

სტატიის გამოყენების პირობები