ახალი ამბები
კვლევა: გამყოფ ხაზთან ჟანგბადის კონცენტრაცია გაიზარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეჯვრისხევში, აძვსა და ახლუბანში ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია გაიზარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ აძვის საჯარო სკოლაში, პედაგოგებმა განუცხადეს. როგორც გეოგრაფიის პედაგოგი, მარინე კვირიკაშვილი აცხადებს, კვლევა გაერომ ჩაატარა და დაადგინა, რომ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

"ჯიშობრივად გაუმჯობესდა და გაბიბინდა ტყე. გაერომ ჩაატარა კველვა, მეჯვრისხევში, ახალუბანსა და აძვში, საკმაოდ მომატებულია ჟანგბადის კონცენტრაცია ჰერში, რაც ძალიან კარგია მოსახლეობისთვის. ისე, რომ ეკოლოგიური პრობლემის წინაშე არ ვდგევართ."-აცხადებს გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ღარიბაშვილი.

,,ხის ჭრა ხდებოდა მაქსიმალურად. საწვავის სახით იყენებდნენ ამ ხეს და დღეს, რადგანაც ოკუპირებულია ზემოთ მიმდებარე ტერიტორიები და იქ ძალიან ბევრი საუკეთესო ჯიშის მცენარეები არის, ნაწილობრივ, შეჩერდა მათი ჭრა. შესაბამისად, მცენარეებიც გამრავლდა. აქედან გამომდინარე, ჰაერიც კარგია მაგრამ, ოკუპაცის ბრალი არ არის ის, რომ ჩვენთან ჰაერი კარგია იმიტომ, რომ ჩვენთან სოფელში შემოიყვანეს გაზი, გაზიფიცირება მოხდა და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად იყენებს ბუნებრივ აირს და ტყე გადაურჩა გაჩეხვას. აქედან გამომდინარე, ესაა მიზეზი, რომ ჰაერი სუფთაა და ჟანგბადის რაოდენობა ძალიან მაღალია და ძალიან კარგია." - აცხადებს ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა გოგატიშვილი.

ბოლო პერიოდში, აძვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა. თუკი 2014 წელს მოსწავლეთა რაოდენობა 98-ს შეადგენდა, 2019 წლისთვის 150-მდე ავიდა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები